• ქართული
  • English

სიახლეები

SDSURF ექსპერტები თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გამოწვევებს გაეცნენ

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. შეხვედრების მიზანი ადგილობრივი კონტექსტისა და ეროვნული თავისებურებების გაცნობაა. ამ მიზნით 22 ნოემბერს ექსპერტებმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძესთან გამართეს შეხვედრა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ექსპერტებს დედაქალაქის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტოს ხედვა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის შემდეგ კი ექსპერტები ეწვივნენ თბილისის N104 ბაგა-ბაღს და გარემო დაათვალიერეს. ასევე გაეცნენ ახალი ბაღების მშენებლობისა და მოწყობის, ასევე მეთოდოლოგიაში დანერგილ სტანდარტებს.

გალერეა