• ქართული
  • English

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად სამუშაოები გრძელდება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყნის მასშტაბით პროგრამების ხარისხის ამაღლების სამუშაოებს განაგრძობენ.

სამუშაოები მიმართულია ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებისა და დანერგვის, ანგარიშგების სისტემის შექმნის, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავების, არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვისა და გაუმჯობესებული სახით დანერგვისკენ.

ამ დავალებათა საფუძვლიანად შესასრულებლად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები თემატურ სამუშაო ფოკუს ჯგუფებში მუშაობენ.

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და შესრულებაზე დაფუძნებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფს შეხვდა რომელსაც დოქტორი ელიზაბეთ სთიდი – კურიკულუმის და ბავშვთა ფსიქოლოგიის ექსპერტი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული საკითხები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

  • აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტი, მასში შესული და მოსალოდნელი ცვლილებები;
  • აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციების განსაზღვრა და მათი პროფესიული განვითარების სქემის შესამუშავებელი გეგმის დეტალები;
  • არასაკვანძო ექსპერტებისთვის საჭირო კვალიფიკაციები, რომ პროფესიული განვითარების ტრენინგები აწარმოონ;
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლებაში გამოყენებული კურიკულუმები;
  • სასკოლო მზაობის პროგრამა;
  • სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

თემატური ფოკუს ჯგუფი სამუშაო შეხვედრები რეგულარულად ტარდება.