• ქართული
  • English

სიახლეები

დაინტერესებულ მხარეებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორის სახელფასო კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს

I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემა შემუშავდება. ამ მიმართულებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები მუშაობენ.

საქართველოში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 31 მაისს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებმა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა გამართეს. ექსპერტთა გუნდის ლიდერმა, პროფესორმა ნენსი ფრაიმ შეხვედრაზე წარმოადგინა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორის სახელფასო კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, სსიპ-ების, საქართველოს პარლამენტისა და  სხვა უწყებების წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესია პროფესიულ განვითარებაზე დაფუძნებული სახელფასო ზრდის პერსპექტივით უნდა გახდეს მიმზიდველი.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე, სახელფასო პოლიტიკის მზარდი სქემის დეტალური შემუშავებისა და პილოტირებისთვის, კომუნიკაცია გაღრმავდება მუნიციპალიტეტებთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.

გალერეა