• English
  • ქართული

სიახლეები

EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევაზე მუშაობა გრძელდება

I2Q პროექტის ფარგლებში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სადიაგნოსტიკო კვლევას ატარებენ ირლანდიური კომპანიები EdTech Ventures და H2 Learning და ინდური კომპანია Conscience IT. კვლევის მიზანი EMIS-ის შესაძლებლობების გაძლიერებაა. საერთაშორისო კომპანიათა გაერთიანება დაკომპლექტებულია დარგის მაღაკვალიფიციური ექსპერტებით. ისინი ონლაინ შეხვედრებს მართავენ განათლების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

29-30 ივლისს კომპანიებმა დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებების დეტალურად გაცნობის და კვლევაში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შეხვედრები გაიმართეს მსოფლიო ბანკის გუნდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის, ასევე სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ რეკომენდაციებს და EMIS-ის განვითარების შესაძლებლობებს. მიღებული მონაცემებით ისინი განათლების სისტემას დაეხმარებიან თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სისტემების აწყობაში და ფუნქციების, პასუხისმგებლობის არეალის, მისიისა და სტრატეგიის განახლება/გაუმჯობესებაში.

განახლებული EMIS-ით შესაძლებელი გახდება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებული EMIS უწყვეტი განათლების დანერგვის, დაკვირვების, ინფორმაციის ნებისმიერ ჭრილში ანალიტიკისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას მისცემს განათლების სისტემას.

გალერეა