პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB) ეფუძნება საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააფორმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2019 წლის 18 ივნისს (სასესხო ხელშეკრულება N8955-GE).
პროექტს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეფექტური მმართველობისათვის განმახორციელებელ უწყებებში შექმნა პროექტის მართვის გუნდები (PMU და PMT).
პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB) განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია. იგი შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 ჩარჩო დოკუმენტთან და მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.
პროექტი მოიცავს 5 ძირითად კომპონენტს, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 2020-2025 წლებში, ხოლო დაფინანსება შეადგენს 90 მილიონ ევროს.
სასესხო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის
(2019 წლის 18 ივნისი)
მსოფლიო ბანკი – პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“
(ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე)
მსოფლიო ბანკი – პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“, შესყიდვების გეგმა
(ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე)