• ქართული
  • English

კომპონენტი 3

უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების შესაძლებლობების გაუმჯობესება და
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

კომპონენტის ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.

კომპონენტის ფარგლებში ხელი შეეწყობა უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებას. ამ მიზნით, ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, გაანალიზებული და წარდგენილი იქნება უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის ახალი, მათ შორის, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელის ეფექტური ადმინისტრირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ეფექტიანობის შესაფასებლად, შეიქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა.

სამინისტროს ფარგლებში, საგრანტო პროგრამის სახით, შეიქმნება ინოვაციების ფონდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას. ასევე, სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარებას და დარგობრივი ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერას.

მასწავლებლების მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული საუნივერსიტეტო პროგრამების ანალიზი, მათი დახვეწა და აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის შესაბამისი ფაკულტეტების შესაძლებლობების გაძლიერება.

გაანალიზდება საერთაშორისო გამოცდილება საუნივერსიტეტო დონეზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ და შემუშავდება შესაბამისი მექანიზმები.

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლების მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია აღიარებული უცხოური ორგანიზაციის მიერ.

კომპონენტი 3