• ქართული
  • English

კომპონენტი 1

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

კომპონენტი მიზნად ისახავს ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას.

კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია ადრეული განათლების ხარისხის მართვის მოდელის დახვეწა, მონაცემთა მართვისა და ანგარიშგების სისტემის ფორმირება, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგთა ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკის მიმართულებით პედაგოგთა მომზადება-გადამზადება, სასკოლო მზაობის პროგრამის განახლება/გაუმჯობესება და სხვ.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში გაიხსნება სასკოლო მზაობის ჯგუფები,  რომელშიც დაინერგება განახლებული და გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამები. ახალი პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით გადამზადდებიან პედაგოგები, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფები აღიჭურვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებით, ავეჯითა და ტექნიკით.

კომპონენტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის ახალი სტანდარტების გამოყენებით, აშენდება სამოდელო სკოლები, სადაც შეიქმნება კომბინირებული ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემო სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეფექტურად ინტეგრირებისათვის.

კომპონენტი 1