• English
  • ქართული

სიახლეები

განათლების მონაცემთა სისტემის განვითარების საკითხები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის რეგულარული მისიის ფარგლებში განიხილეს

I2Q პროექტის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა 13 სექტემბერს შეხვედრა გამართეს პროექტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ინტეგრაციის მენეჯერთან, მაკა მახათაძესთან.

მაკა მახათაძემ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებსა და  შედეგებზე ისაუბრა. როგორც მაკა მახათაძემ აღნიშნა, განათლების მონაცემთა სისტემის განვითარების მიზნით მიმდინარეობს EMIS-ის (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის) სადიაგნოსტიკო კვლევა.

ჩატარებული კვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდება EMIS-ის ფუნქციების, პასუხისმგებლობის არეალის, მისიისა და სტრატეგიის განახლება/გაძლიერება. შეფასებაზე მუშაობს საერთაშორისო კომპანიათა გაერთიანება, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღაკვალიფიციური ექსპერტებით. შეფასების  განხორციელების პერიოდი 2022 წლის აპრილამდე გაგრძელდება.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებული EMIS-ი უწყვეტი განათლების დანერგვის, დაკვირვების, ინფორმაციის ნებისმიერ ჭრილში ანალიტიკისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას მისცემს განათლების სისტემას ყველ საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება).

საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციების მიხედვით განახლებული EMIS-ით შესაძლებელი გახდება მონაცემებზე და მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

გალერეა