• English
  • ქართული

სიახლეები

CIF-ის მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოს მიმდინარეობა განიხილეს

25 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩსა და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა, ნინო ბეგიაშვილმა, სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ინოვაციების ფონდის (CIF) მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოს შედეგები და მიღწეული პროგრესი. შეხვედრაზე განხილულ იქნა ინოვაციების ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოს პირველადი ვერსიაც. განხილვის შედეგები, უკუკავშირის სახით, გაეგზავნა სამოქმედო სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს, დოკუმენტის შემდგომი განვითარებისათვის.