• English
  • ქართული

სიახლეები

თელავის #2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი: თელავი

დონორი: WB

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 11 აპრილს, 14:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის „თელავის #2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის შენობაში.

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ,  ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა  ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა  და ხარისხის ვებ-გვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

საკონტაქტო პირები: დავით არსენაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდი

მობ.: 599 019 183

ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

მარინე ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მობ: 577 27 88 41

ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge 

 

ESMP – Telavi N 2 Public School- GEO