• English
  • ქართული

სიახლეები

პილოტირებაში ჩართული სკოლების წარმომადგენლებთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგად განათლებაში სწავლისა და სწავლის ხარისხის ხელშეწყობის მიზნით, კონსორციუმ IBF International-თან თანამშრომლობით, კომპლექსური აქტივობები მიმდინარეობს. აქტივობები მთლიანი სკოლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული და მათი პილოტირება შერჩეულ სკოლებში მიმდინარეობს. ამ მიმართულებით საორიენტაციო შეხვედრა პილოტირებაში ჩართულ სკოლებთან 12 ოქტომბერს გაიმართა. ონლაინ კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ მთლიანი სკოლის გაუმჯობესების, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებისა და მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო ამოცანებს.

IBF International-ის ექსპერტებმა ისაუბრეს მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მიდგომებსა და მისი განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერაზე. შეხვედრას უძღვებოდნენ საერთაშორისო კონსორციუმის IBF International Consulting ექსპერტები – ჯონ ჰენლი (გუნდის ლიდერი), დოქტორი ნიუმენ ბურდეტი (შეფასების ექსპერტი) და I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი ხატია ცირამუა.