• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი განათლების და აღზრდის მიმართულებით სამუშაოები გრძელდება

I2Q პროექტის სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა 10 იანვარს სამუშაო შეხვედრა გამართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) წარმომადგენლებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს წარმომადგენლებთან. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის:

  • გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამის მისაწოდებლად დაგეგმილი აქტივობები (ქვეყნის მასშტაბით 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი);
  • აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემის შემუშავების ეტაპები და საკანონმდებლო საჭიროებები;
  • მზარდი სახელფასო პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სქემის ურთიერთკავშირი;
  • მზარდი სახელფასო პოლიტიკის მოდელის დასანერგად საჭირო ნაბიჯები;
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონაცემების ანგარიშგების სისტემის პილოტირებისთვის საჭირო ღონისძიებები;
  • ავტორიზაციის ექსპერტების მომზადება-გადამზადების ტრენინგების ჩატარების გეგმები. თებერვლის დასაწყისში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპერტების გუნდი ეწვევა საქართველოს. ვიზიტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის ექსპერტების მომზადება-გადამზადების ტრენინგების ჩატარება და შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან.

გალერეა