• English
  • ქართული

სიახლეები

ეროვნული შეფასების სისტემის შემუშავების შესახებ იმსჯელეს

IBF International-ის ექსპერტებმა, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში ზოგადი განათლების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, 2 აპრილს სამუშაო  შეხვედრა გამართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან. შეხვედრას I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი ხატია ცირამუა და ცენტრის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, როგორიც ეროვნული შეფასების სისტემის შექმნა-განვითარებაა. მხარეებმა იმსჯელეს ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების მიზნით განსახორციელებელ აქტივობებზე.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს ეროვნული შეფასების ისეთი სისტემის შემუშავებასა და დანერგბას, რომელიც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით,IBF International-ის მიერ განსახორციელებლი სამუშაოები გულისხმობს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბოლოს სადიაგნოსტიკო შეფასების, ხოლო საშუალო საფეხურის ბოლოს საატესტაციო მიზნების შესაბამისი შეფასების სისტემის შექმნას. გამოცდებისა და შეფასების ცენტრთან თანამშრომლობით ამ ძალიან პრიორიტეტული საკითხის შესასრულებლად ძირითადი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

 

გალერეა