• ქართული
  • English

სიახლეები

ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მიმოიხილეს

I2Q პროექტის ფარგლებში, IBF International-ის ექსპერტები 4 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და დირექტორის მოადგილესთან, კახაბერ ერაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს კონტრაქტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები და დაგეგმილი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ წარმატებით შესრულდა მხარეებს შორის თანამშრომლობით გათვალისწინებული პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლების ავტორიზაციის პროცესის მხარდაჭერას. I2Q პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა.

მხარეებმა მიმდინარე სამუშაოებიც მიმოიხილეს. IBF International-ის ექსპერტი რონ ტაიტუსი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ავტორიზებული სკოლების წარმატებული პრაქტიკების ანალიზზე მუშაობს. ეს პირველი დოკუმენტი იქნება, რომელშიც სკოლების ავტორიზაციის პროცესში გამოვლენილი საუკეთესო ქართული საუკეთესო პრაქტიკები იქნება თავმოყრილი. დოკუმენტზე მუშაობა 2024 წლის ივნისში დასრულდება და წარედგინება დაინტერესებულ მხარეებს.

მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც IBF International-ის ექსპერტი მუშაობს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული  ცენტრისთვის ავტორიზაციის ექსპერტთა შეფასების სისტემის კონცეფცია და მასზე დაფუძნებით შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებაა. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებისა და ადგილობრივი პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიქმნება ექსპერტთა კორპუსის შეფასების ეფექტიანი სისტემა. დოკუმენტი 2024 წლის ბოლომდე შემუშავდება.