• ქართული
  • English

სიახლეები

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების მეორე ციკლი დასრულდა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU). I2Q პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების მეორე ციკლი დასრულდა. გადამზადებულ პერსონალს სერტიფიკატები SDSU-ს პროფესორებმა – ნენსი ფრაიმ და ჯიმ მარშალმა გადასცეს.

ტრენინგების მიზანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების თანამშრომლების, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 საბავშვო ბაღის მენეჯერების პროფესიულ განვითარება. ჯამში, გორის მუნიციპალიტეტში გადამზადება გაიარა 50-მა ადმინისტრაციულმა და 60-მა საგანმანათლებლო პერსონალმა.

სატრენინგო მოდულები შემუშავებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. მოდულები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა. ტრენერები საგანმანათლებლო პერსონალს სააღმზრდელო პროცესში გაუწევენ მენტორობას.