მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად: საქართველოს რეგიონებში მდებარე 150 სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვის ტექნიკის შესყიდვა
გამოქვეყნებულია:
10 ივნისი, 2024
ძალაშია:
24 ივნისი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროგრამა „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის – საქართველო I2Q (WB)” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწვევს კომპანიებს გამოხატონ ინტერესი შემდეგი საქონლის მოწოდების მიზნით: „საქართველოს რეგიონებში მდებარე 150 სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვის ტექნიკის შესყიდვა“.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ შესყიდვების შემდეგი ბმული.
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისის 13:00 საათი.