• English
  • ქართული

პირველი საგრანტო კონკურსი

ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში

პროექტის განმახორციელებელი: სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონსორციუმის შემადგენლობით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

პროექტი: ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში (TMS4MH)

განხორციელების ვადა: 10/2023 – 04/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 585 459 ლარი

გრანტი: 517 959 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (TMS) აპარატის შეძენა-დამონტაჟებას, შესაბამისი პერსონალის გადამზადებას და მომსახურების მიწოდებას სტუდენტებისთვის (უფასოდ) – განსაკუთრებით დეპრესიის, ადიქციებისა და პოსტტრავმული სტრესის დროს; ამავდროულად, ამ ახალი მეთოდის დანერგვის საფუძველზე დაგეგმილია, კონსულტირების სერვისი ჩაერთოს უნივერსიტეტის დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობაში და მოემსახუროს არა მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს, არამედ გარკვეული საზღაურის ფასად – ზოგად მოსახლეობასაც.


ძირითადი აქტივობები

პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტმა უკვე შეიძინა და აღჭურვა კონსულტირების სერვისი TMS აპარატით. ამასთანავე, განხორციელდა გერმანელი ექსპერტების საქართველოში ვიზიტი, რის შედეგადაც პროექტის განმახორციელებელი პერსონალი გადამზადდა ახალი აპარატის გამოყენებაში.

შესაბამისად, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს TMS მეთოდით ბენეფიციარების მომსახურება და შექმნილია კლინიკური პრაქტიკის ბაზა, სადაც ილიაუნისა და ბსუ-ს სტუდენტები გადიან პრაქტიკას ფსიქოკონსულტირების სერვისში.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით ტარდება TMS  მეთოდის ეფექტურობის ფაქტორების შესახებ კვლევათა სერია, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.


მდგრადობა 

პროექტის განხორციელების შედეგად ილიაუნიში შეძენილი TMS აპარატის გამოყენებით გაგრძელდება მომსახურების მიწოდება როგორც სტუდენტებისათვის, ასევე, უნივერსიტეტის გარეთ არსებული მკურნალობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლის მიღებას სერვისის უწყვეტი მუშაობის მიზნით.