
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი
მუნიციპალიტეტი: ჩხოროწყუ
დონორი: WB
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 10 აპრილს 14:00 საათზე, გაიმართება აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე, ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ვებგვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: | დავით არსენაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდი
მობ.: 599019 183 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
მარინე ჟვანია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მობ: 577 27 88 41 ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge
|