• ქართული
  • English

სიახლეები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი გვიმრიანის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი

მუნიციპალიტეტი: ლაგოდეხი
დონორი: WB

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 24 აპრილს 13:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის – გვიმრიანის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება გვიმრიანის საჯარო სკოლაში.

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში. პროგრამა ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებგვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები:
დავით არსენაშვილი,
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მობ.: 599019 183
ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge
მარინე ჟვანია,
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მობ: 577 27 88 41
ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge