• ქართული
  • English

სიახლეები

პროექტის – „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ – მონაწილეებისთვის ტრენინგ კურსები მიმდინარეობს

I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის – „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ – ფარგლებში, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისა და დოქტორანტებისთვის ტრენინგების სერიათა ციკლი დაიწყო.

სადოქტორო განათლების საფეხურის ყველა წარმომადგენლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პროგრამა მოიცავს 11 ტრენინგ კურსს, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან. ტრენინგებზე დასწრება შეუძლიათ როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებსა და დოქტორანტებს.

პროექტის – „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ – მონაწილე სამი უნივერსიტეტის (თსუ, აწსუ, კავკასიის უნივერსიტეტი) აკადემიურმა პერსონალმა და დოქტორანტებმა უკვე გაიარეს ტრენინგ კურსი თემაზე “AI for Learning and Research”. აქტიურ ფაზაშია კურსები “Mental health awareness and wellbeing” და “Responsible conduct of research”.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს.

გალერეა