საქართველოს უსდ-ების მედიცინის სკოლებში პირველად დაინერგება ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა
„OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ I2Q პროექტის (WB) კონკურენტული ინოვაციური ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სწავლებისა და სწავლის კუთხით ინოვაციების წარმოჩენა, მათ შორის, მხარდაჭერა აუდიტორიულ სწავლებაში თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით. პროექტს GE-OSTE (ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა – Objective Structured Teaching Encounter) ახორციელებს კონსორციუმი სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) შემადგენლობით.
25 აპრილს, კონსორციუმის ორგანიზებით, თსსუ-ში გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“. კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახნსა. კონფერენცია მიზნად ისახავდა გამარჯვებული პროექტის მიღწევებისა და შედეგების დისემინაციას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. სპეციალურად კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს ეწვია პროფესორის დეივიდ ტეილორი, გალფის სამეციდინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ლიდერშიფის და ინოვაციის ცენტრის დირექტორი. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს OSTE-ს აკადემიურ განვითარებამდე განვლილ გზაზე, OSTE-ს მეთოდოლოგიის მნიშვნელობაზე სამედიცინო ფაკულტეტის განვითარებისთვის და ა.შ.
აკადემიური პერსონალის განვითარებაზე ზრუნვა უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომაც OSTE-ს სადგურების დანერგვის იდეა თსსუ-ს პერსონალს AMEE-ს ცენტრში მიმდინარე ESME (Essential Skills In Medical Education) ტრენინგ კურსების შედეგად გაუჩნდა.
პროექტი წარმატებით მიმდინარეობს 2023 წლის სექტემბერიდან და 2025 წლის მაისში დასრულდება. პროექტით დასახული მიზნის მისაღწევად, უნივერსიტეტების სივრცეები უკვე აღიჭურვა OSTE-ს სიმულაციებისთვის. OSTE-ს მოდელის ქართულ რეალობაზე მორგების მიზნით, შედგა სამუშაო შეხვედრები და შემუშავდა ტრენინგისა და შეფასების მასალები. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულებით, OSTE-ს მეთოდოლოგიაში გადამზადდა აკადემიური პერსონალი. აგრეთვე, უნივერსიტეტებში დაინერგა საპილოტე OSTE და შემუშავდა OSTE-ს ქართული მოდელი.