• ქართული
  • English

სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი საფარლოს საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი

მუნიციპალიტეტი: დმანისი

დონორი: WB

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 ივლისის 15:00 საათზე, გაიმართა ქვე-პროექტის  საფარლოს საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება სოფელი საფარლოს რიტუალების დარბაზში.

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში, პროგრამა ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა  და ხარისხის ვებგვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

საკონტაქტო პირები: დავით არსენაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდი

მობ.: 599019 183

ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

   
  მარინე ჟვანია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მობ: 577 27 88 41

ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge