• English
  • ქართული

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა Unicef საქართველოს წარმომადგენლებთან

პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება ხარისხი“ ფარგლებში  8 დეკემბერს საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენელი, განათლების მიმართულების კოორდინატორი ნინო ქუთათელაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და უნისეფის გუნდის  წევრები: მაკო ყუფარაძე, ნინო ფრუიძე და ნათია ჯოხაძე.

ონლაინ შეხვედრაზე პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ მონაწილეებს გააცნო პროექტის შესახებ ინფორმაცია და მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. ასევე, ისაუბრა პროექტის განხორციელების შემდეგ მოსალოდნელ შედეგებზე. მონაწილეებმა ისჯელეს საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე  და სამომავლო თანამშროლობის პერსპექტივები დასახეს.

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ხორციელდება   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

პროექტის საფუძველია სასესხო ხელშეკრულება N8955-GE, რომელიც 2019 წლის 18 ივნისს გაფორმდა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) და საქართველოს მთავრობას შორის.  პროექტი მოიცავს 5 კომპონენტს და განხორციელდება 6 წლის ვადაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. პროექტი მოიცავს 5 კომპონენტს: 1. ადრეული განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; 2. ზოგადი განათლების სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლება; 3. უმაღლესი განათლების დაფინანსების გაძლიერება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; 4. სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია; 5. პროექტის მართვის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება.