• English
  • ქართული

სიახლეები

პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ონლაინ გაიმართა

15 დეკემბერს პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება ხარისხი“ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა საბჭოს საქმიანობის პროცედურული საკითხების გადაწყვეტას და პროგრამის ქვეკომპონენტების მიღწევებისა და შედეგების, დაგეგმილი აქტივობებისა და რისკების შესახებ ინფორმაციის მოსმენას.

პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ საბჭოს წევრებს გაუზიარა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებგააცნო დაგეგმილი აქტივობები და მოისმინა მათი რეკომენდაციები.

საკოორდინაციო საბჭო წელიწადში ორჯერ შეიკრიბება. საბჭო  უზრუნველყოფს პროექტის საქმიანობის ზედამხედველობას.

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ხორციელდება   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.