• ქართული
  • English

სიახლეები

მხარდაჭერის მისია გრძელდება – დღე მეორე

პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ მხარდაჭერის მისია გრძელდება. 16 თებერვალს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრები გამართეს პროექტის აღმასრულებელ დირექტორთან თამარ სანიკიძესთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებთან – ეკატერინე დგებუაძესთან და ნუნუ მიცკევიჩთან.

აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრაზე მიმოიხილა პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. ასევე, განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა ზოგადი განათლების სტანდარტების განახლების, ხარისხის მართვის გაუმჯობესებისა და ეროვნული შეფასების სისტემის შესახებ. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების განმავითარებელ შეფასებას.

მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა მიმოიხილა უმაღლეს განათლებაში მიმდინარე რეფორმები. უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ნინო ბეგიაშვილმა ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის განვითარებასა და ინოვაციების ფონდის შექმნას, რომელიც, საგრანტო დაფინანსების გზით, მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მხარდაჭერას როგორც აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს, ასევე ინოვაციების მიმართულებით.

გალერეა