• English
  • ქართული

სიახლეები

პროექტის მხარდაჭერის მისია დაიწყო

პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ მხარდაჭერის მისია დაიწყო. შეხვედრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან 15-19 თებერვალს გაიმართება და პროექტის განხორციელებასა და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

პირველი დღის შეხვედრის მიზანია პროექტის მიმდინარეობის განხილვა, ასევე, ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების კომპონენტების მიმდინარეობის მიმოხილვა და სამომავლო გეგმების შეჯერება.

გალერეა