• English
  • ქართული

სიახლეები

დონორთა ეფექტიანი კოორდინაციისთვის ღია პლატფორმა შეიქმნება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის – საქართველო I2Q (IBRD) ხელშეწყობით გეგმავს დონორი ორგანიზაციების საკოორდინაციო ღია პლატფორმის შექმნას.

პლატფორმაზე თავმოყრილი იქნება ინფორმაცია საქართველოში, განათლების სფეროში მოქმედი ყველა დონორი ორგანიზაციის შესახებ, ასევე, მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ანგარიშები, მიღწეული შედეგები თუ სამომავლო გეგმები. ღია პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შემუშავებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი.

პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების დასაგეგმად ონლაინ შეხვედრა გაიმართა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს – ეკატერინე დგებუაძეს, I2Q პროექტის აღმასრულებელ დირექტორს – თამარ სანიკიძესა და მსოფლიო ბანკის განათლების წამყვან სპეციალისტს – ნინო ქუთათელაძეს შორის. შეხვედრაზე განისაზღვრა პლაფტორმის დაგეგმვის მექანიზმები და მიდგომები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დონორთა ეფექტიანი კოორდინაციისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგულარულად ჩატარდება თემატური შეხვედრები. ღია პლატფორმა კი იქნება მთავარი ბერკეტი განათლების სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციების კოორდინაციის საკითხში.

ინიციატივას განახორციელებს ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD), მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.