• English
  • ქართული

სიახლეები

უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებაზე მუშაობა დაიწყო

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) ფარგლებში, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით განსახორციელებული სამუშაო გულისხმობს უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული სისტემის შეფასებას და ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის ახალი, მათ შორის, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელების შემუშავებას.

ამ დავალების შესასრულებლად, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, შეირჩა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IBF (ბელგია), რომელსაც მულტისექტორული, მათ შორის, უმაღლესი განათლების სფეროში, საკონსულტაციო მომსახურების 40-წლიანი გამოცდილება აქვს. საკონსულტაციო კომპანიას აქვს საქართველოს განათლების სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებაც და პროექტის მიზნებისათვის წარმოდგენილია დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებით.

შერჩეული საკონსულტაციო კომპანია, 2021 წლის 12 აპრილიდან დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავებს და წარმოადგენს შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსების ფორმულასა და მექანიზმებს.