• ქართული
  • English

სიახლეები

სკოლამდელი და ზოგადი განათლების სტრატეგიაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების 10-წლიან (2022-2032) სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. დოკუმენტის შემუშავებაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, ჩართულები არიან მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

საქართველოს ეწვია საერთაშორისო კონსულტანტი, ესტონელი ივ აიზენშმიდტი, რომელიც სკოლამდელი და ზოგადი განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ქართველ კონსულტანტებთან – ქეთევან ჩაჩხიანთან და ნატო ფანჩულიძესთან ერთად მუშაობს.

სამუშაო ვიზიტით ჩამოსულმა ივ აიზენშმიდტმა ივლისის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უწყების სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრები გამართა. 1 ივლისს ივ აიზენშმიდტი I2Q პროექტის აღმასრულებელ დირექტორს თამარ სანიკიძეს და პროექტის გუნდს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო კონსულტანტების მიერ წარმოებული სამუშაოს და წარმოდგენილი ანგარიშების შეფასება. მხარეებმა ისაუბრეს პროექტის როლის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ათწლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ასევე, განიხილეს სკოლამდელი და ზოგადი განათლების სექტორში არსებული გამოწვევები, ყოფილი და არსებული სტრატეგიები და მათი როლი ახალი – 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ინტერვენციებისთვის პროექტის გუნდმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კონსულტანტებს.

ესტონელი კონსულტანტი სკოლამდელი და ზოგადი განთლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის წარმოდგენამდე საქართველოს კვლავ ეწვევა.

გალერეა