• English
  • ქართული

სიახლეები

EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევაზე მუშაობა მიმდინარეობს

I2Q პროექტის ფარგლებში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სადიაგნოსტიკო კვლევა ტარდება. კვლევას ატარებენ ირლანდიური კომპანიები EdTech Ventures და H2 Learning და ინდური კომპანია Conscience IT. მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კომპანიათა გაერთიანება დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებების დეტალურად გასაცნობად სამუშაო შეხვედრებს მართავს განათლების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან. 6-16 ივლისს შეხვედრები გაიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ რეკომენდაციებს და EMIS-ის განვითარების შესაძლებლობებს. მიღებული მონაცემებით ისინი განათლების სისტემას დაეხმარებიან თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სისტემების აწყობაში და ფუნქციების, პასუხისმგებლობის არეალის, მისიისა და სტრატეგიის განახლება/გაუმჯობესებაში.

განახლებული EMIS შესაძლებელი გახდება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებული EMIS უწყვეტი განათლების დანერგვის, დაკვირვების, ინფორმაციის ნებისმიერ ჭრილში ანალიტიკისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას მისცემს განათლების სისტემას.

 

გალერეა