• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული განათლების სექტორის დიაგნოსტიკური კვლევა ტარდება

ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა I2Q პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში ადრეული განათლების სექტორის დიაგნოსტიკური კვლევა ხორციელდება. კვლევა მოიცავს მთლიანად სექტორს და, მათ შორის, ადრეული განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემას, სერტიფიცირებასა და მათი ანაზღაურების ახალი პოლიტიკის შემუშავებას, სწავლის ხარისხის მონიტორინგს, კოორდინაციის მექანიზმებს, სკოლის ბაზაზე არსებული სასკოლო მზაობის განათლების სერვისებსა და სხვა შესაბამის მიმართულებებს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება არსებული ვითარების სრულყოფილი სურათის დანახვა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებისათვის რეკომენდაციების გაცემა.

ადრეული განათლების სექტორის დიაგნოსტიკურ კვლევას ატარებს რამდენიმე კომპანიის გაერთიანება – PPMI ჯგუფი, UAB (ლიეტუა), საერთაშორისო ასოციაცია Step by Step (ნიდერლანდები) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი. კვლევაში ჩართულია ოთხი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი ექსპერტი.

კომპანიების მთავარ ექსპერტებსა და I2Q პროექტის წარმომადგენლებს შორის 28 ივლისს ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჩასატარებელი კვლევის ტექნიკური მხარე და დეტალები, ისაუბრეს დაგეგმილ ნაბიჯებსა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე. პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ ექსპერტების ჯგუფს ადრეული განათლების სექტორის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

ადრეული განათლების სექტორის დიაგნოსტიკური კვლევა 21 ივლისს დაიწყო და 11 თვეში დასრულდება.