• English
  • ქართული

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მიერ I2Q პროექტის მხარდაჭერის მორიგი მისია დაიწყო

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) მორიგი მხარდაჭერის მისია დაიწყო. პირველი შეხვედრა 6 სექტემბერს მსოფლიო ბანკისა და I2Q პროექტის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

შეხვედრაზე პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ სანიკიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები და მიღწეული შედეგები.

შეხვედრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან 6-17 სექტემბერს გაიმართება.

გალერეა

გალერეა