მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის რეგულარული მისია გრძელდება – დღე მეოთხე
I2Q პროექტის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა 9 სექტემბერს შეხვედრა გამართეს პროექტის ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორთან, ინჟინერ ვახტანგ ბაბუციძესთან.
ვახტანგ ბაბუციძემ შეხვედრაზე წამოადგინა პრეზენტაცია და პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული და ფიზიკური გარემოს სტანდარტების გაუმჯობესებაზე სამუშაოდ კონტრაქტორი კომპანია უკვე შერჩეულია და უახლოეს მომავალში გაფორმდება ხელშეკრულება.
პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი და ზოგადი განათლების კომპონენტების მიხედვით, გათვალისწინებულია ახალი სამოდელო სკოლების მშენებლობა. 2-დან 10-მდე სამოდელო სკოლაში შეიქმნება კომბინირებული ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემო სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეფექტურად ინტეგრირებისათვის. 8 სკოლა კი სრულიად განახლებული სტანდარტების მიხედვით აშენდება.
როგორც ინფრასტრუქტურის კოორდინატორმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტის გუნდმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკთან შეთნხმებული კრიტერიუმების საფუძველზე უკვე შეარჩია სკოლების სია, საიდანაც შეირჩევა სამიზნე 150 სკოლა, სადაც შეიქმნება სასკოლო მზაობის ჯგუფები და დაინერგება განახლებული და გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამა.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის მასშტაბით 60-მდე სკოლის რეაბილიტაცია.