• English
  • ქართული

სიახლეები

სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს განათლებისა და მეცნიერების 10-წლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. გეგმის შემუშავებაში ჩართულები არიან მაღალკვალიფიციური საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის დასამუშავებლად 16 სექტემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრაში I2Q პროექტის სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ექსპერტი ივ აიზენშმიდტი (ესტონეთი) და ადგილობრივი კონსულტანტი ქეთევან ჩაჩხიანი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტის ადრეული და ზოგადი განათლების ნაწილის შემდგომი განვითარების, ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად სამუშაო ფორმატი და სხვა ტექნიკური საკითხები. დოკუმენტის საბოლოო ვერსია ოქტომბრის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

გალერეა