• ქართული
  • English

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მისია გრძელდება – დღე მეორე

I2Q პროექტის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერის მისია გრძელდება. 7 სექტემბერს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან თამარ ჭყონიასთან.

შეხვედრაზე თამარ ჭყონიამ მიმოიხილა კომპონენტის ფარგლებში  მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. მან ისაუბრა ადრეული განათლების სექტორში განხორციელებულ სამუშაოებსა და მიღწევებზე, როგორიცაა სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევა, რომლის პირველადი ანგარიში უკვე წარმოდგენილია.

პრეზენტაციაში თამარ ჭყონიამ ასევე ისაუბრა ადრეული განათლების ნაწილში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი სამუშაო ვერსია უკვე წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში დაქირავებულმა მოკლევადიანმა კონსულტანტებმა.

სკოლამდელი განათლების სექტორის ხარისხის და შესაძლებლობების განვითარების პროექტის სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო დეტალების დაზუსტება. დოკუმენტის მიხედვით შესყიდვა განხორციელდება მომდევნო წლის მარტში.

რაც შეეხება 150 სკოლას, სადაც განახლებული ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკური მოდელი უნდა დაინერგოს – სკოლების საწყისი შერჩევის კრიტერიუმები შემუშავებულია, უკვე შერჩეულია და შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკთან. 150 სკოლის შესარჩევად კი კრიტერიუმები უფრო დაზუსტდება თანასწორი ხელმისაწვდომობისა და საჭიროების მიხედვით და შეთანხმდება მსოფლიო ბანკთან.

I2Q პროექტის ფარგლებში ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამის განახლება და მათზე წვდომის გაუმჯობესება. სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეფექტურად ინტეგრირებისათვის 5-6 წლის ბავშვების ჩარიცხვის საკითხი განისაზღვრება სანდო წყაროებზე დაყრდნობით.

გალერეა