• English
  • ქართული

სიახლეები

შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IBF (ბელგია) უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელების განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს. საკონსულტაციო მომსახურების 40-წლიანი გამოცდილების მქონე IBF-მა ამ ეტაპზე წარმოადგინა დაფინანსების ახალი მიდგომების სამუშაო ვერსია.

წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მსოფლიო ბანკისა და ექსპერტთა კორპუსის ჩართულობით, 5 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კომპანია IBF-მა წარმოადგინა პრეზენტაცია უმაღლესი განათლების დაფინანსების წარმატებული მოდელების შესახებ და განიხილა საქართველოში მოქმედი დაფინანსების მოდელის სუსტი მხარეები. ექსპერტებმა ასევე განიხილეს დაფინანსების ძირითადი წყაროები და პრინციპები, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიფერენცირებულ, სამართლიან და გამჭვირვალე დაფინანსებას უზრუნველყოფს.

IBF-მა I2Q პროექტის გუნდთან ერთად წარმოადგინა ზოგადი ხედვა უმაღლესი განათლების დაფინანსების მიმართულებით რეფორმის შესახებ და აღნიშნა შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვის უპირატესობები, მათ შორის, ფინანსური რესურსების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განაწილება, ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, გამჭვირვალობა და სოციალური პასუხისმგებლობა, უსდ-ების ინსტიტუციური გაძლიერება, სტრატეგიული განვითარება და სხვ.

გალერეა

გალერეა