• English
  • ქართული

სიახლეები

I2Q პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა  გაიმართა. შეხვედრა 26 ნოემბერს ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა I2Q პროექტის კომპონენტების მიღწევებისა და შედეგების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ და პროექტის კომპონენტების ხელმძღვანელებმა საბჭოს წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და გააცნეს დაგეგმილი აქტივობები.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და წარმოადგინეს რეკომენდაციები.

საკოორდინაციო საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება. საბჭო  უზრუნველყოფს პროექტის საქმიანობის ზედამხედველობას.

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ხორციელდება   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.