საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყება
I2Q პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხუთწლიანი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ამ დავალების შესასრულებლად, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, კონკურსის საფუძველზე შეირჩა კომპანია Publicity Group. კომპანიის წარმომადგენლებთან 22 ნოემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საორინტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე I2Q პროექტის შესაძლებლობების განვითარების, ურთიერთობებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი მონაწილეობდნენ.
მხარეებმა განსაზღვრეს მოსამზადებელი სამუშაოები, სამუშაო ფორმატი, შესრულების მეთოდები და სხვა ტექნიკური საკითხები.