• English
  • ქართული

სიახლეები

დონორთა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

21 დეკემბერს I2Q პროექტის ორგანიზებით გაიმართა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოში მომუშავე ყველა მსხვილი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი განათლების და ზოგადი განათლების საფეხურებზე მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების განხილვას.

შეხვედრაზე პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ და ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ლია გიგაურმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მიმდინარე აქტივობები. პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ პროექტის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოსაყენებლად და საჭირო ინფორმაციის დროულად გაცვლის მიზნით დონორთა კოორდინაცია კვლავ გაგრძელდება.