ზოგადი განათლების დეცენტრალიზებული მართვის სისტემის გაძლიერებისთვის კონცეფცია შემუშავდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, I2Q პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოში ზოგადი განათლების დეცენტრალიზებული მართვის სისტემის გაძლიერებისთვის კონცეფციის შემუშავება საგანმანათლებლო რესურს ცენტრების რეფორმირების, სკოლის მენეჯმენტის გაუმჯობესების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.
დავალება მიზნად ისახავს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციების გაძლიერებას, სასკოლო ოლქების მოდელის შემუშავებას და ეფექტური მმართველობის კონცეფციისა და გეგმის შექმნას, ასევე, სკოლის შეფასების კრიტერიუმების შედგენას და სკოლის დირექტორებისთვის სტანდარტების გადახედვას, სკოლის დირექტორების სერტიფიცირების სისტემის და უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფციის შემუშავებას.
აღნიშნული დავალების შემუშავებაზე ტენდერის გზით შერჩეული ინდივიდუალური კონსულტანტი მუშაობს. კონსულტანტმა წარმოადგინა პირველადი ანგარიში, რომელშიც მოცემულია განსახორციელებელი აქტივობები, მიზნების გეგმა, მიდგომები და მეთოდოლოგია, განსაზღვრულია კვლევის სამიზნე სეგმენტი. ასევე, გაწერილია დაინტერესებული მხარეების სტატუსი და მათთან შეხვედრების გეგმა.
ანგარიში განსახილველად წარედგინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.