• English
  • ქართული

სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, 24 მარტს შეხვედრა გაიმართა I2Q პროექტის ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორთან, ინჟინერ ვახტანგ ბაბუციძესთან.

ვახტანგ ბაბუციძემ შეხვედრაზე ისაუბრა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული და ფიზიკური გარემოს სტანდარტების გაუმჯობესებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. სტანდატების სამუშაო ვერსია მალე იქნება ხელმისაწვდომი.

I2Q პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი განათლების კომპონენტის მიხედვით, გათვალისწინებულ ახალ სამოდელო სკოლებში (2-დან 10-მდე) შეიქმნება კომბინირებული ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემო, რომელიც შესაბამისი იქნება სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეფექტურად ინტეგრირებისათვის. ზოგადი განათლების კომპონენტის მიხედვით კი 8 სკოლა სრულიად განახლებული სტანდარტების მიხედვით აშენდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკთან შეთნხმებული კრიტერიუმების საფუძველზე უკვე შერჩეულია 150 სკოლა, სადაც შეიქმნება სასკოლო მზაობის ჯგუფები და დაინერგება განახლებული და გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამა.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით 40-მდე სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.