• English
  • ქართული

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მიერ I2Q პროექტის მხარდაჭერის მორიგი მისია დაიწყო

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) მონიტორინგის მიზნით, მსოფლიო ბანკის მორიგი მისია დაიწყო. კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, მისია ამჯერადაც ონლაინ მიმდინარეობს. პირველი შეხვედრა 21 მარტს, მსოფლიო ბანკისა და I2Q პროექტის გუნდის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოისმინეს პროექტის მიმდინარეობის, დაგეგმილი აქტივობებისა და მიღწერული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ასევე, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

გალერეა