• English
  • ქართული

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მისიის ფარგლებში ადრეული განათლების საკითხები განიხილეს

მსოფლიო ბანკის მიერ I2Q პროექტის მონიტორინგის მისიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. 22 მარტის დღის წესრიგი ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის მიმდინარეობის გაცნობას მოიცავდა. ონლაინ შეხვედრაზე, I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ ისაუბრა განხორციელებულ სამუშაოებზე. ასევე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

თამარ ჭყონიამ ისაუბრა სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევის მიმდინარეობის, მისგან მიღებული მიღწევებისა და წინასწარი რეკომენდაციების სამუშაო ვერსიების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილეს ადრეული განათლების ხარისხის მართვის მოდელის დახვეწის და პროგრამების ხარისხის ამაღლების მომსახურების შესყიდვის საკითხი. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მიმოიხილეს 150 სკოლის საკითხი, სადაც განახლებული, ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკური მოდელი უნდა დაინერგოს. აღინიშნა, რომ სკოლები ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურულ შეფასებას გადიან.

 

გალერეა