• English
  • ქართული

სიახლეები

მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ლიკა გიგაურმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოები გააცნო. შეხვედრა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მისიის ფარგლებში გაიმართა. ლია გიგაურმა ისაუბრა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

კომპონენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ტენდენციების შესწავლასა და შეფასების მიზნით ჩატარებული დაგნოსტიკის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და  ძირითადი მიგნებები მალე იქნება ხელმისაწვდომი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტის (ჩარჩოს) შემუშავების და დამტკიცების მიმართულებით მუშაობა. პირველად იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის კონკრეტული სტრატეგია, რომელიც დაეხმარება სკოლებს  პრობლემების გადაწყვეტასა და ინფორმაციის დროულად მიღებაში. ასევე, შემოგვთავაზებს  ერთიან, სისტემურ ხედვას,  მკაფიო მიზნებს, კვლევის მექანიზმებს, რესურსებსა და ინტერვენციების დივერსიფიცირებულ გზებს.

მსოფლიო ბანკის მორიგი მისია პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს და მარტის ბოლომდე გაგრძელდება.