EMIS-ის განვითარება-გაძლიერებისთვის მიმდინარე სამუშაოები განიხილეს
28 მარტს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მისიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. I2Q პროექტის მონაცემთა ინტეგრაციის მენეჯერმა მაკა მახათაძემ ისაუბრა EMIS-ის განვითარება-გაძლიერებისთვის მიმდინარე სამუშაოებზე, კერძოდ, სისტემის სადიაგნოსტიკო კვლევით მიღებული შედეგების შესახებ. როგორც ცნობილია, EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევა საერთაშორისო კომპანიათა გაერთიანებამ (EdTech Ventures, H2 Learning (ირლანდია) და Conscience IT (ინდოეთი)) განახორციელა. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე კომპანია რეკომენდაციების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის დახვეწასა და სრულყოფაზე მუშაობს. დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად იმართება სამუშაო შეხვედრები და განხილვები.
EMIS-ის სისტემის სიღრმისეული კვლევა მიზნად ისახავს განათლების სისტემის ეფექტური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის ინფორმაციული საჭიროებების განსაზღვრას, ინფორმაციის მოგროვების მეთოდებისა და მიდგომების შესწავლას, არსებული მონაცემების ანალიზს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიღებული რეკომენდაციების საბოლოო ვერსიები ივნისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.