• English
  • ქართული

სიახლეები

EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგები და რეკომენდაციები შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილეს

I2Q პროექტის ფარგლებში, განათლების მონაცემთა სისტემის განვითარების მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) სადიაგნოსტიკო კვლევა ჩატარდა. კვლევა საერთაშორისო კომპანიათა გაერთიანებამ (EdTech Ventures, H2 Learning (ირლანდია) და Conscience IT (ინდოეთი)) განახორციელა. კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტები დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად მართავდნენ სამუშაო შეხვედრებსა და განხილვებს.

25 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  EdTech Ventures-ის დირექტორმა პიტერ ჰამილტონმა დაინტერესებული მხარეებისთვის წარმოადგინა პრეზენტაცია ციფრული განათლების დაგეგმვისა და EMIS-ის ორგანიზაციის ანალიზის შესახებ. პიტერ ჰამილტონმა ასევე ისაუბრა EMIS-ის სისტემების განახლებაზე, eSchool-ის და LMS-ის განვითარებაზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიღებული რეკომენდაციების საბოლოო ვერსიები ივნისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევა ითვალისწინებს განათლების სისტემის ეფექტური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის ინფორმაციული საჭიროებების განსაზღვრას, ინფორმაციის მოგროვების მეთოდებისა და მიდგომების შესწავლას, არსებული მონაცემების ანალიზს.

გალერეა