• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

I2Q პროექტის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევა მიმდინარეობს. კვლევას ახორციელებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PPMI ჯგუფი (JV PPMI Group, UAB/Lithuania),  საერთაშორისო ასოციაცია ISSA-სა (International Step by Step Association/Netherlands) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრთან ერთად.

კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაციის მიზნით, კომპანიამ PPMI 18 მაისს სამუშაო შეხვედრა გამართა დაინტერესებული მხარეებისათვის. შეხვედრაზე კომპანიამ წარმოადგინა ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში არსებული გამოწვევები, ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები, პირველადი  დასკვნები და რეკომენდაციები. კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მიჰაელა იონესკუმ, მიმოიხილა ადრეული და სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევის შინაარსი, ასევე დაინტერესებულ მხარეებს გააცნო კვლევის მეთოდოლოგია. PPMI-მ ასევე წარმოადგინა სასკოლო მზაობის მიმართულებით მომზადებული რეკომენდაციები (სამუშაო ვერსია). შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

გალერეა