• English
  • ქართული

სიახლეები

დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების სისტემის დიაგნოსტიკური კვლევა მიმდინარეობს. კვლევის ახორციელებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მათემატიკა“ (Mathematica Inc/USA) პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად (PMCG). 30 აპრილს „მათემატიკამ“ სამუშაო შეხვედრა გამართა დაინტერესებული მხარეებისათვის. კომპანიამ კვლევის ძირითადი მიგნებები, პირველადი  დასკვნები და რეკომენდაციები გააცნო პროექტის გუნდსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს.

კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ოდრი მორმა, მიმოიხილა ზოგადი განათლების სისტემის დიაგნოსტიკური კვლევის კონტექსტი, ასევე დაინტერესებულ მხარეებს გააცნო კვლევის მეთოდოლოგია. კომპანია „მათემატიკამ“ ასევე წარმოადგინა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ახალი სტრატეგიის (სამუშაო ვერსია) სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით მომზადებული რეკომენდაციები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

გალერეა