• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი განათლების ექსპერტები ვიზიტით გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

5 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები, პროფესორ ნენსი ფრაის ხელმძღვანელობით, ქალაქ გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების ხელმძღვანელს ნინო ბერიანიძესა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი შათირიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული სიტუაციისა და საჭიროებების შესწავლა წარმოადგენდა. I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი განათლების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. აღინიშნა ბავშვთა პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა და ინკლუზიური განათლების საჭიროება. საუბარი შეეხო ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარსამართად შესაბამისი პერსონალის გადამზადებისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საჭიროებას.

გალერეა