• English
  • ქართული

სიახლეები

დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრა გაიმართა

6 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების ექსპერტების ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან.

ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნენსი ფრაიმ შეხვედრაზე ისაუბრა I2Q პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე. მხარეებმა ისაუბრეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.  შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა არსებული სახელფასო პოლიტიკის ფართომასშტაბიანი კვლევის მიმოხილვას. ექსპერტებმა ცენტრის წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ვიზიტით მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს.

მხარეები სამომავალო ნაბიჯებსა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გალერეა